ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
ზუგდიდის მუნიციპლიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინეს. მერიის ინფორმაციით, ლექსო თოდუა დაკავებულ თანამდებობაზე ღია კონკურსის შედეგად შეირჩა. ის თანამშრომლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ გააცნო. აღნიშნულ პოსტს მანამდე ზვიად ღურწკაია იკავებდა.

Print