ახალი ამბები
ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ლევან ვასაძეც მივიდა (ვიდეო)
სუფრას, რომელიც ზუგდიდში მშენებარე ტაძრის ეზოშია გაშლილი, ლევან ვასაძეც შეუერთდა. მისი თქმით, იგი ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში პირველად იმყოფება და იზიარებს ეკლესიის ეზოში შეკრებილ ხელმომწერთა პოზიციას.

ლევან ვასაძეს სუფრის წევრები ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი დიმიტრი ვეკუა ამბობს, რომ დილით მეუფე გერასიმემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად. საერთო წირვა აღავლინა და შემდეგ მოეწყო ტრაპეზიც, თუმცა ვეკუას ხელმოწერებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მისივე ცნობით, ტრაპეზი მრევლის მიერ არის მოწყობილი.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები ტაძრის ეზოში გროვდება
Print