ახალი ამბები
აშშ-ს საელჩო: მხარს ვუჭერთ ანაკლიის პროექტს და შეშფოთებულები ვართ ხაზარაძისთვის ბრალის წაყენების გამო
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს საელჩო შეშფოთებას გამოვთქვამს ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით.

„მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, - აცხადებენ საელჩოში.  







Print