ახალი ამბები
მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ, განცხადება ბახტაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს  ბიძინა ივანიშვილს და გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისთვის შევასრულე“, - წერს ბახტაძე.

ბახტაძის განცხადებით, ამ და სხვა საკითხებზე შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან დღეს 15:00 საათზე გამართავს.


Print