ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური დასრულდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ბიულეტენების დათვლა დაიწყო. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დღეს გამართული "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურში, 18 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 50,99% შეადგინა,.

ამავე ცნობით, საარჩევნო სიაში დარეგისტრირებული 125 401 ადამიანიდან, კენჭისყრაში 64 947 - მა მიიღო მონაწილეობა, ამის შესახებ საარჩევნო კომისიის პრეს-მდივანმა ელენე ლაბახუამ განაცხადა. ინფორმაციას "აფსნიპრესი" ავრცელებს.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობით გალის რაიონი გამოირჩეოდა (67,98%), სადაც სიაში დარეგისტრირებული 1008 ადამიანიდან 692 -მა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.


ამავე თემაზე:

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური იმართება
Print