ანაკლიაში კავკასიური პოეზიის ფესტივალი ტარდება (ვიდეო)
13:42 / 21.09.2019
ანაკლიაში კავკასიური პოეზიის რიგით მესამე ფესტივალი გაიხსნა. მას ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ატარებს.
ანაკლიის ფესტივალზე წარმოდგენილი არიან კავკასიაში მცხოვრები მწერლები, ლიტერატორები, მუსიკოსები და შემსრულებლები. გარდა ამისა წელს პირველად ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორებმა, კავკასიურ თემატიკაზე საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს. მოეწყო კავკასიური თავსაბურავების გამოფენაც.
ფესტივალი "ანაკლია 2019“, რომელიც ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება, 23 სექტემბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები