ახალი ამბები
ხობის მაჟორიტარი დეპუტატი მანდატის დატოვებას არ გამორიცხავს
ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია მანდატრის დატოვებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ჟურნალიტებს „ქართულ ოცნებაში“ შეხვედრის დასრულების შემდეგ უთხრა. კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა დადგეს მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხი, ბერაია პასუხობს, რომ თეორიულად შესაძლებელია.

„ვთქვი, რომ მხარს არ დავუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. იყო მოთხოვნა სხდომაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მივიღეთ. ჩემთვის იყო ეს მტკივნეული. მინდოდა, კენჭი გვეყარა, ვინ იყო მომხრე. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, პოზიცია არ შემიცვლია. ბატონმა ბიძინამ გვითხრა, რომ გუნდურობის პრინციპები დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. განსხვავებული აზრი 7-8 კაცმა გამოვთქვით, შეიძლება 10 იყო", - განაცხადა დაჩი ბერაიამ.

უმრავლესობის ინიციატივას - მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას მხარს არ უჭერს "ქართული ოცნების" რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი.
Print