ახალი ამბები
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება ფოთში გააპროტესტეს
პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ფოთში გააპროტესტეს და თბილისში პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები თქმით, ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა.

,,ჩვენ მხარდაჭერას, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში აქციაზე გამოსულ ხალხს. გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევუერთდით მათ დღეს და ამიტომ პროტესტი ამ ფორმით აქ გამოვხატეთ. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი და კიდევ ბევრჯერ მოატყუებს. საკმარისია ბოლოს და ბოლოს ბატონო ბიძინა, გეყოთ. არ გაგივათ ის ოინები, რაც თქვენ გაქვთ დასახული. მე პირადად, როგორც ერთ-ერთი მეომარი გპირდებით, არ გაპატიებთ ქართველი ერის შეურაცხყოფას და სულში ჩაფურთხებას“, - ამბობს აქციის მონაწილე თეიმურაზ შურღაია.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. კანონპროექტის ჩაგდებას პარლამენტთან მეორე დღეა აპროტესტებენ.

მავე თემაზე:

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სოფელ კახათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანიის, ავსტრიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საერთაშორისო ბანაკებში გაემგზავრებიან.
ევროპის ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ორ ეტაპად განისაზღვრა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჟენევაში საარბიტრაჟო დავის დაწყებას აპირებს.
ზუგდიდის ბაღის ლოგოს კონკურში მონაწილეობის მიღება მსურველებს 10 თებერვლიდან შეეძლებათ. საკონკურსო პირობებზე ლოგოს შესარჩევად დაკომპლექტებულმა  სპეციალურმა კომისიამ დღეს იმსჯელა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / თებერვალი 2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ზუგდიდში, რუხში, ურთაში, ორსანტიაში, ანაკლიაში, ფოთში და წალენჯიხაში უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
25 / თებერვალი 2020
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ზუგდიდში 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
25 / თებერვალი 2020
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს დროშა დაშვებულია.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 4 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ფოთი 5 °C
img
მესტია -4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.