ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს იაპონური კოიები შეემატება
ბათუმის აკვარიუმმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს იაპონური კოიები აჩუქა. ისინი ამჟამად ადაპტირებას სპეციალურ აუზში გადიან, რის შემდეგ ბაღის ტბაში გაუშვებენ.


იაპონური კოი კარპის დეკორატიული სახეობაა. ის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ფერადი კოი მკვეთრი შეფერილობით პირველად იაპონიაში მე -19 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა.

მანამდე, ბაღს მოქალაქეებმა ზუთხები და კობრები აჩუქეს.
Print