ახალი ამბები
ანაკლიის პორტის მშენებელმა კომპანიამ ტექნიკის დემონტაჟი დაიწყო
კომპანია „ვან ოორდმა“, რომელიც ანაკლიაში პორტს აშენებდა, ტექნიკის დემონტაჟი და გატანა დაიწყო. ინფორმაციას ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ადასტურებენ.

„როგორც იცით, ხელშეკრულება, რაც არსებობდა სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის, შეწყდა. შესაბამისად, „ვან ოორდის“ ეს ქმედება უკავშირდება იმას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღარ არსებობს და მან ტექნიკა ტერიტორიიდან უნდა გაიტანოს. მიწა კი, რაც სახელმწიფომ თავის დროზე გამოისყიდა და კონსორციუმს გადასცა, უნდა დაუბრუნდეს ისევ სახელმწიფოს“, - ამბობენ სააგენტოში.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 9 იანვარს მიიღო.

კონსორციუმს  ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადა  31 დეკემბრამდე ჰქონდა.




ამავე თემაზე:

მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალ ინვესტორს მოიძიებს


Print