ახალი ამბები
აფხაზეთში ელექტროენერგიაზე გრაფიკი დაწესდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. მარაოსებრი სისტემით გათიშვები  ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლების გამო დაიწყო.

კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით ამ ეტაპზე მოსახლეობას გრაფიკი დაუწესდა და სხვადასხვა რაიონში ელექტროენერგია 1 საათით ითიშება. მათივე ცნობით, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ, შესაძლოა ენერგოკრიზისი გამოიწვიოს.

ენერგეტიკოსები გამოსავალს აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ორჯერ შემცირებაში ან მისი რუსეთიდან მიღებაში ხედავენ.









Print