ახალი ამბები
დღეიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მარაოსებრი გათიშვები დაიწყება
დღეიდან აფხაზეთში ელექტროენერგიაზე შეზღუდევბი დაწესდება. კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ქვესადგურებში მარაოსებრი სისტემით გათიშვების გრაფიკი გამოაქვეყნა, რომლის თნახმად, ელექტროენერგია დღეში ორჯერ ორ - ორი საათით გაითიშება.

მოსახლეობას დენის მიწოდება აღნიშნულ საათებში შეუწყდება:

გალის რაიონი - 04:00-დან 06:00 საათამდე და 19:00-დან 21:00 საათამდე;

ტყვარჩელის რაიონი - 04:00-დან 06:00 საათამდე და 19:00-დან 21:00 საათამდე;

ოჩამჩირის რაიონი - 00 :00-დან 02:00 საათამდე და 15:00-დან 17:00 საათამდე;

გულრიფშის რაიონი - 00:00-დან 02:00 საათამდე და 15:00-დან 17:00 საათამდე;

სოხუმი და სოხუმის რაიონი - 00:00-დან 02:00 საათამდე და 15:00-დან 17:00 საათამდე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ზომების მიღება ჯვარის წყალსაცავში არსებული კრიტიკული მდგომარეობით არის გამოწვეული, სადაც წყლის დონე ამ დროისათვის 445,78 მეტრს შეადგენს. ამავე ინფორმაციით, ყოველდღიურად ის ერთი მეტრით იკლებს.

"თუკი მისი დონე 420 მეტრამდე დაიკლებს, ენგურჰესი შეწყვეტს მუშაობას. გამომდინარე იქიდან, რომ რუსულ მხარესთან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი ჯერჯერობით განხილვის პროცესშია, აუცილებელი გახდა იძულებითი ზომების გატარება და აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე შეზღუდვების დაწესება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, „ჩერნომორენერგომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსახლეობას აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება დღეში მხოლოდ ერთი საათით შეეზღუდებოდა.


Print