ჯიხაშკარის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის მე -2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, გადმოყრილი ნაშალი მასალა დაეცა. ამავე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. შემთხვევის დროს ადგილობრივს ჩაფხუტი ეხურა. დაშავებული რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში შესაბამისი კვლევები უტარდება. ექიმები დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ცნობლია, რომ ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჯიხაშკარის სკოლაში მუნიციპალური გავითარების ფონდი ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები