ახალი ამბები
ბიუჯეტის პროექტით, მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფონდისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომლების ანაზღაურებითვის 11 მილიონ 34 500 ლარი გამოიყო ,რაც შარშანდელთან შედარებით მილიონ 400 ათასი ლარით მეტია.

მერიის სახელფასი ფონდი, დოკუმენტის თანახმად, 9 მილიონ 95 900 ლარს შეადგენს, საკრებულოსთვის კი 2 მილიონ 55 600 ლარია გათვალისწინებული. საჯარო მოხელებიის ხელფასების 10%-ით გაზრდის გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა მიიღო. მისი განკარგულებით საჯარო მოხელეების ხელფასები ყოველ წელს 10%-ით გაიზრდება.


Print