ახალი ამბები
"ათინათმა" საგრანტო კონკურსში დაფინანსებული ორი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა (ფოტო)
"ათინათმა" სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში პროექტის "SECTORs" ფარგლებში ორგანიზებული საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულთა პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს.საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა გრანტები ორი პროექტისთვის მოიპოვეს და განახორციელეს. მათ შორისაა "ძველი კოლხური ტრადიციების გაცოცხლება - ღომი და მჭადი" და "სამარგალო მართალო შხვა რე" (სამეგრელო სულ სხვაა).ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეჯამდა. დასკვნითი ნაწილი კი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაციის პრეზიდენტისა და გასტრონომიული კულტურის მკვლევარის დალილა ცატავას საჯარო ლექციას  - "სამეგრელოს გასტრონომიული კულტურა და გასტრონომიული ტურიზმის შესაძლებლობები" დაეთმო.ლექციაზე ვრცლად მიმოიხილეს რეგიონის გასტრონომიული პოტენციალი, მისი როლი ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში."ჩემთვის, როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლისთვის, ძალიან საინტერესო ღონისძიება გახლდათ. მისასალმებელია ახალგაზრდების მიერ ასეთი მნიშვნელოვანი თემებით დაინტერესება. ძალიან საინტერესო იყო მათი თვალით დანახული ნაკლებად ცნობილი ადგილების პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, მივიწყებული მცენარეების "ღუმუს" (მცენარე ღომი) და "ჭკიდის"(მცენარე მჭადი) გაცოცხლებაზე ფიქრი. სწორედ ასეთი ჩართულობით იწყება მნიშვნელოვანი თემების წამოწევა", - აღნიშნა ღონისძიების დასასრულს ეთნო სოფელ "სისატურას" დამფუძნებელმა მარიკა თოდუამ.პრეზენტაციებსა და ლექციას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.პროექტი "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - "SECTORs" ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტს აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში "ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი", "დემოკრატიის ინსტიტუტთან", საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია "ათინათთან" პარტნიორობით ახორციელებს.
Print