ახალი ამბები
ინგირში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მერსედესის მარკის მანქანა მოცურდა, სავალი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავტომობილში მყოფი სამივე მამაკაცი მსუბუქი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.
Print