ახალი ამბები
21 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში გამოდარებას პროგნოზირებენ

21-დან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. სინოპტიკოსების პროგნოზით დაბლობ რეგიონებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი,ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი.


“21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,“- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
Print