ახალი ამბები
კრიმინალური პოლიცია ზუგდიდში ბანკებთან პატრულირებს(ფოტო)
ერთ კვირაზე მეტია რაც ზუგდიდში,კომერციული ბანკების ფილიალებთან კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო "ათინათის" კითხვას თუ რა მიზეზით დაიწყეს უწყების თანამშრომლებმა ბანკებთან პატრულირება ოფიციალური კომენტარით არ უპასუხა.
კრიმინალური პოლიციის ჯგუფებს საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, პროკრედიტ ბანკისა და კრედოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნავთ.
ისინი რეგულარულად პატრულირებენ ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებულ საქართველოს ბანკის ორივე ფილიალთანაც.
პროკრედიტ ბანკი რუსთაველის ქუჩაზე.
კრედოს ფილიალი კოსტავას ქუჩაზე.
თიბისი ბანკი კოსტავას ქუჩაზე.
საქართველოს ბანკი კოსტავას ქუჩაზე.
Print