ახალი ამბები
წალენჯიხის საფეხბურთო სტადიონის ბაზაზე იპოდრომის მშენებლობა იგეგმება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის ბაზაზე იპოდრომის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" თამარ ბელქანიამ ისაუბრა. წალენჯიხის მერის მოადგილის თქმით, იპოდრომის დამხმარე ინფრასტრუქტურა სტადიონის მიმდებარე ტერიოტრიაზე განთავსდება. გარბენის სივრცე კი ცენტრალური მოედანი იქნება. 

" ცენტრალური სტადიონი იპოდრომის პარამეტრებზეა გათვლილი, აქ  საუბარია სპეციალისტებზე, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. რამდენიმე ეტაპად განხორციელდება პროექტი, პირველი ეს იყო ინფრასტრქტურის შესწავლა, სპეციალისტების მოძიება და ა.შ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. წალენჯიხისთვის უცხო არ არის სპორტის ეს სახეობა. დამხმარე ინფრასტრუქტურა სტადიონის მიმდებარედ განთავსდება. პროექტს მამუკა ხაზარაძე უჭერს მხარს,"- უთხრა რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.

წალენჯიხის მერიის ინფორმაციით იპოდრომი ექსპულატაციაში ერთი წლის განმავლობაში უნდა შევიდეს.



Print