ახალი ამბები
"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქციის მეორე დღე ზუგდიდში (ფოტო)

ზუგდიდში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა,

სტუდენტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მორიგი აქცია-მსვლელობა გამართეს.მათ ხელისუფლებისგან ე.წ აგენტების კანონის გაწვევასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის უმოკლეს ვადებში მოგვარება და თბილისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს. "ჩვენი სათქმელი მათი განცხადების შემდეგ არ შეცვლილა, იმიტომ, რომ ბევრჯერ ვიწვნიეთ საკუთარ თავზე დაპირებული იმედების და მოლოდინების გაცრუება. ამიტომ, ვრჩებით იგივე მოთხოვნით - "არა რუსულ კანონს'', სანამ არ მოხდება კონკრეტულად ამ კანონპროექტის ჩაგდება'', - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა.ისევე, როგორც გუშინ აქცია სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე შეკრებით დაიწყო. მოგვიანებით კი მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყეს ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე.დემონსტრანტები სკანდირებდნენ - "ევროპა", "არა რუსულ კანონს'', "საქართველო", და ა.შ."ვითხოვთ, რომ რუსული კანონი მეორე მოსმენით დღესვე იყოს ჩაგდებული დაუყოვნებლივ, ამის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტს აქვს და არ არის საჭირო, რომ ეს გრძელვადიან პერიოდზე გაიწელოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლდეს ყველა ადამიანი, ვინც უკანონო დარბევების დროს იყო დაკავებული. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი - საქართველოში არ შეიძლება რუსული ტიპის მმართველობის დამყარება, ამ ქვეყანას აქვს მარტო დასავლური, ევროპული მომავალი და მთელმა ქვეყანამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპული მომავალის შექმნისათვის", - უთხრა ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

"ქართულმა ოცნებამ'' დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პირველი მოსმენით მიღებულ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" უკან გაიწვევენ.


ამავე თემაზე: 

„ქართულმა ოცნებამ“ აგენტების შესახებ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

არა რუსულ კანონს - აქცია ზუგდიდში




 

Print