ახალი ამბები
დეპუტატები სამეგრელოდან, რომლებმაც "აგენტების" შესახებ კანონის ჩაგდებაში მონაწილეობა არ მიიღეს
პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. კენჭისყრას სულ 115 დეპუტატი ესწრებოდა, კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა.

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის მეორე მოსმენისას თავი შეიკავა 79-მა პარლამენტარმა. მათ შორის დეპუტატებმა სამეგრელოდან: ირაკლი დაჩი ბერაიამ, ირაკლი ბერიამ, ედიშერ თოლორაიამ და ირაკლი ჩიქოვანმა. ოთიხვე მათგანმა კანონის პირველი მოსმენისას ინიციატივას მხარი დაუჭირა.

"ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ არ მომხდარიყო ესკალაცია. არ მოჰყოლდა ის ნეგატიური პროცესები, რასაც მავანნი ცდილობენ, რომ მოახდინონ ქვეყანაში",- განაცხადა ირაკლი დაჩი ბერაიამ სხდომის შემდეგ.

14 თებერვალს მოძრაობა "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონი საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.

7, 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა.



1 მომხრე, 35 წინააღმდეგი - პარლამენტმა „უცხოური აგენტების კანონი“ ჩააგდო

„ქართულმა ოცნებამ“ აგენტების შესახებ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

დეპუტატები სამეგრელოდან, რომლებმაც "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონს მხარი დაუჭირეს

"გამჭვირვალობა არის პრინციპი, რომელსაც მხარს დავუჭერთ" - ზუგდიდის მაჟორიტარი "უცხოური გავლენების აგენტების" პროექტზე
Print