ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 85 მილიონი ევრო გახდა
მსოფლიოს ყველაზე წარმატებული საფეხბურთო და სატრანსფერო პორტალის Transfermarkt-ის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 85 მილიონი ევრო გახდა.

განახლებული მონაცემებით, 22 წლის ქართველი ვარსკვლავი 25 მილიონით გაძვირდა, მისი ბოლო ფასი 60 მილიონი ევრო იყო. პარალელურად, კვარაცხელია ტრანსფერმარკეტზე ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 29 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის სერია A-ში 27 ტურის შემდეგ დაგროვებული 71 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.
Print