ახალი ამბები
"ეს არის მცდელობა, შავი თეთრად წარმოაჩინონ" - ირაკლი ჩიქოვანი სააკაშვილის ჯილდოზე
"ქართული ოცნების" წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი მიხეილ სააკაშვილისთვის, ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის ჯილდოს გადაცემას გამოეხმაურა. მისი თქმით გაუგებარია რატომ მიიღო ეს ჯილდო იმ ადამიანმა, ვინც დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა.

"გაუგებარია, დაჯილდოებული იყოს ადამიანი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის რეჟიმი შექმნა და ამის დასტურია სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება. ეს არის მორიგი კამპანია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" და კოლეგა პარტნიორ პარტიებს უკავშირდება. ეს არის მცდელობა, შავი თეთრად წარმოაჩინონ და რაღაცნაირად მიხეილ სააკაშვილს დანაშაულები ჩამორეცხონ", – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის წინ ჩაიბარეს.
Print