ახალი ამბები
"ქალები ტერორის წინააღმდეგ"- აქცია ზუგდიდში 18:00 საათზე დაიწყება
ზუგდიდის სკეიტპართან 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში - "ქალები ტერორის წინააღმდეგ" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები სახელმწიფოს, გენდერული თანასწორობის მისაღწევად აღებულ ვალდებულებას ახსენებენ.

"საზოგადოების თავდაუზოგავი შრომის და არაერთი ბრძოლის მიუხედავად, ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება." - ნათქვამია "ზუგდიდის ქალთა კლუბის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოს აღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროინტეგრაციის 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თუმცა ქალთა მოძრაობების, საზოგადოების თავდაუზოგავი შრომის და არაერთი ბრძოლის მიუხედავად, ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება. 2 აპრილს, გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ - უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწყვეტია. მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება - შემოგვიერთდით მასობრივ სოლიდარობის მსვლელობაში.უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა ძალადობით მართული ძალაუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქალს. ქალების ბრძოლა გრძელდება!"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


Print