ახალი ამბები
"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დროულად აღდგეს რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა"- გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე
რიკოთის გვირაბში ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე მეოთხე დღეა შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამის მიზეზი გზიდან 200 მეტრში მიმდინარე მეწყრული პროცესები გახდა, რაც თოვლის დნობითაა გამოწვეული. გიორგი წერეთელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გვირაბის ჩაკეტვის რეკომენდაცია სპეციალისტებმა გასცეს.

დაზუსტებული თარიღი, თუ როდის აღდგება რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ჯერ უცნობია. გიორგი წერეთლის თქმით, გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობის გამო იქნა მიღებული, შესაბამისი სამუშაოები კი ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ხორციელდება.

"აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის მოსვლის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით, 200 მეტრში განვითარდა მეწყრული პროცესები. დაკვირვების შედეგად, ბზარებმა დაიწყო მომატება, ზრდა და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოშლის ტენდენცია იყო. ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რიკოთის უღელტეხილზე დროებით შეგვეზღუდა გადაადგილება."- განაცხადა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

რიკოთის გვირაბი 30 მარტს ჩაიკეტა. დაზუსტებული თარიღი თუ როდის აღდგება უღელტეხილზე მოძრაობა ჯერ უცნობია. გიორგი წერეთლის თქმით გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობის გამო იქნა მიღებული, შესაბამისი სამუშაოები კი ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ხორციელდება.


Print