ახალი ამბები
2023 წელს ზუგდიდისა და მესტიის განვითარების პროგრამა დაიწყება - მთავრობა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამა იწყება, რომელიც შემდგომი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამა უახლოეს პერიოდში დაიწყება და მის განსახორციელებლად 2023 წელს გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი. სხვა ქალაქებსა და კურორტებს შორის პირველი ეტაპის სამუშაოები ზუგდიდსა და მესტიასაც მოიცავს.

ამავე ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს კულტურული და ისტორიული შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რეკრეაციული სივრცეებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების განახლება-მოწყობასა და ახალი ტურისტული ატრაქციების შექმნას.
Print