ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში (ფოტო)
დღეს, 26 მაისს, ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წელი საზეიმოდ აღნიშნეს. მთელი დღის განმავლობაში, ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ სხვადასხვა სახის აქტივობა მიმდინარეობდა. ჩატარდა სამხედრო ტექნიკის გამოფენა. მსურველებს მძიმე ტექნიკის დათვალიერება და სამხედროებისთვის კითხვების დასმა შეეძლოთ.

ასევე მოეწყო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღების გამოფენა.

სამხედრო აღჭურვილობის შესახებ ინსტრუქტაჟს თავად ჯარისკაცები ატარებდნენ.

ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე დამონტაჟდა სპეციალური სტენდები, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.

მოეწყო საბავშვო სივრცეები, სადაც მსურველებს სახის მოხატვა შეეძლოთ.

აქვე იყო სპეციალური ფოტო-კუთხეები.

მსურველებს შეეძლოთ ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ეროვნული თემატიკის ნივთების შეძენა.

გამსახურდიას გამზირზე განთავსდა ქუჩის კვების ობიექტები, სადაც მსურველებს მეგრული კერძების გასინჯვა შეეძლოთ.

ჩატარდა კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.

ტყუპებს გიორგის და იოანეს დღეს, 26 მაისს, დაბადების დღე აქვთ.

თავდაცვის ძალების მოსამსახურეები დამოუკიდებლობის დღეს ოჯახებთან ერთად აღნიშნავდნენ.

ღონისძიებების პარალელურად ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტებმა ევროკავშირის დროშა გამოფინეს.

შეფ-მზარეულმა ლუკა ნაჭყებიამ სტუმრებისთვის ელარჯი მოამზადა.

დღე ეროვნული დროშის გამოფენით, ეროვნული ჰიმნითა და კონცერტით სრულდება.





Print