ახალი ამბები
ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაფნის ნერგებს შეიძენს
ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველი 60 ოჯახისთვის დაფნის ნერგებს შეიძენს. რადიო "ათინათს" მერიაში უთხრეს, რომ სპეციალური კომისია ოჯახებს შეარჩევს, თითოეულ მათგანს კი 500 დაფნის ნერგი გადაეცემა.

მომსახურების შესყიდვის მიზნით მუნიციპალიტეტმა 51 000 ლარიანი ტენდერი 24 მაისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი პირველ ივნისს დასრულდება.

"საუბარია დაფნის ნერგების შესყიდვაზე. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც 60 სოციალურად დაუცველ ოჯახს შეარჩევს. ეს გადაწყვეტილება მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად."- უთხრეს რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიაში.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი საპილოტეა, თუმცა მისი გაგრძელება იგეგმება. მათივე განმარტებით, სანერგე მასალა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ოქტომბრის თვეში გადაეცემათ.
Print