ახალი ამბები
ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად - სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შესაძლებლობასთან ერთად, შავიზღვისპირეთში უკრაინასთან საერთო საზღვრის ქონის პერსპექტივაზე წერს. სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული ქვეყნის „ყოფნა-არყოფნა“.


,,ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი, როცა რუსეთის არმია ბოლომდე იქნება ჩამოშლილი და მოსკოვში არეულობა დაისადგურებს. ზელენსკის აქვს ფართო სტრატეგიული ხედვა და ომის შემდეგ ეს ხედვა დაეფუძნება ევროპის უძლიერეს შეიარაღებულ ძალებს და იმას, რომ უკრაინის სიტყვას ძალიან დიდი წონა ექნება მსოფლიოში. საქართველო აფხაზეთის ჩათვლით, ასევე, თავის მხრივ, იქცევა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ და ძალიან მდიდარ ქვეყნად. მე არ გამოვრიცხავ რომ შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ესეიგი ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში’’,- წერს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი.

Print