ახალი ამბები
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 273 439 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 100 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

სამუშაოები 15 საკლასო ოთახის, არქივის, სამასწავლებლოს, ექიმის ოთახის, კაბინეტის და 3 ჰოლის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე განთავსდება გათბობის ახალი საქვაბე სისტემა.

ტენდერში წინადადების მიღება პირველ ივლისს დაიწყება და 4 ივლისს დასრულდება.
Print