ახალი ამბები
ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისიდან სოციალურ დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა, მისი განცხადებით ამ პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყო.

"ადრეც გვქონდა დაანონსებული, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 200 ლარი გახდა დახმარება. ჯამში, წლევანდელ ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება და ამ ბავშვებს უკვე 200-ლარიან დახმარებას გადავუხდით. წლის განმავლობაში, ჯამში, ნახევარ მილიარდ ლარამდე გადავიხდით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ასაკის ბავშვები სახელმწიფოსგან 150 ლარიან დახმარებას იღებდნენ. ახალი 200 ლარიანი პროგრამა კი მომდევნო თვიდან ამოქმედდება.
Print