ახალი ამბები
დამიმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა - წალენჯიხის მერმა კლინიკაში, დაახლოებით, ერთი თვე გაატარა
წალენჯიხის მერმა ოპერაციის შემდეგ სამედიცინო დაწესებულება დატოვა. გია ხარჩილავას ინფორმაციით, მაისში  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და აუცილებელი გახდა კლინიკაში მკურნალობა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულება დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობს.

"მთელი ეს პერიოდი მოადგილეებთან, ვანოსთან და თამარისთან (მერის მოადგილეები - ავტ), ადმინისტრაციასთან  და სამსახურებთან ერთად ჩართული ვიყავი რაიონის ყოველდღიურობაში, რამდენადაც ჯანმრთელობის რეგლამენტი ᲛᲐძლევდა შესაძლებლობას. გულწრფელად მაწუხებს, რომ ეს პერიოდი ფიზიკურად მოვწყდი და ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი იმ საქმეში,რაც თქვენ დამავალეთ,ძვირფასო წალენჯიხელებო!
კიდევ ცოტა დრო დამჭირდება,"- წერს გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში.

როგორც მისი პოსტიდან ჩანს, წალენჯიხის მერმა საავამდყოფოში, დაახლოებით, ერთი თვე გაატარა. 




Print