ახალი ამბები
კიკუები, დაწყებული პრეზიდენტიდან, მრავლად გვყავს - მეუფე სტეფანე
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას პარალელი „დათა თუთაშხიას“ პერსონაჟ კიკუსთან გაავლო. მან ქადაგებით მრევლს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მიმართა.

"დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. აი, კიკუ გახსოვთ იმაში რომ არის, „დათა თუთაშხიაში“. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კიკუებით გაივსო საქართველო რა. თავის ქვეყნის, არა მარტო თავისი უმანკოება, არამედ, ქვეყნის ღირსება, ყველაფერი შეიძლება შეიწიროს და ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს ჩვენ და ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ მოქმედებებს აკეთებენ, რომ წარმოუდგენელია, საბოლოო ჯამში, რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქართველოს. წარმოუდგენელი ამბავია, სად მივყავართ და რატომ მივერეკებით ასე უაზროდ სადღაც. ჩვენ უნდა დავინახოთ, მწყემსი ჩვენი არის უფალი, უფალს მივყავართ თავისი სამწყსო სასუფევლისკენ. სხვა დანარჩენი, ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვენი არც ღირებულება, არც საბრძოლველი", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.


Print