ახალი ამბები
მეწყერის გამო, 3 ივლისის მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო 3 ივლისის ყველა რეისი გაუქმებულია.
#806 თბილისი-ბათუმი 06:30
#805 ბათუმი-თბილისი 14:30
#802 თბილისი-ბათუმი 08:00
#803 ბათუმი-თბილისი 08:10
#808 თბილისი-ბათუმი 10:35
#870 თბილისი-ზუგდიდი 08:40
#12 თბილისი-ოზურგეთი 08:50
#18 თბილისი-ქუთაისი 08:50
#873 ფოთი-თბილისი 07:20
#11 ოზურგეთი-თბილისი 09:00
#17 ქუთაისი-თბილისი 12:25
საგარეუბნო მატარებლები:
#6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50
#6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50


საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრობის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

მათივე ინფორმაციით, გაუქმებული იყო ასევე 1 და 2 ივლისის რეისებიც.

,,მხოლოდ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ენდეთ. სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით", – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

უამინდობის გამო დასავლეთიდან მოძრავ მატარებლებს პრობლემა თავდაპირველად 29 ივნისს შეექმნა.

ამავე თემაზე:

თბილისიდან დასავლეთისკენ სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია - საქართველოს რკინიგზა

ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებს ბილეთის საფასურს აუნაზღაურებენ


Print