ახალი ამბები
"ცაიშის სამაროვანის" არქეოლოგიური კვლევისთვის 32 907 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდის მერიამ სოფელ ცაცხვში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ე.წ "ცაიშის სამაროვანის" არქეოლოგიური კვლევისთვის 32 907 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ მომსახურების შემსრულებელი ვალდებული იქნება მოახდინოს ძეგლის კვლევისას გამოვლენილი ფენების სეპარაცია, დაასურათოს აღმოჩენილი ობიექტები, ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები მოამზადოს და საკვლევ ტერიტორიაზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის ანალიზი ჩაატაროს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, "ცაიშის სამაროვანის" კვლევით სამუშაოებში შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებიც იქნებიან ჩართული. ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურების გაწევა და შედგენილი ანგარიშის მიწოდება კი უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 40 დღის ვადაში.

იმავე სამუშაოებისთვის 38 728 ლარიანი ტენდერი 2022 წლის მაისშიც გამოცხადდა.

მომსახურების შესასრულებლად წინადადების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.



ამავე თემაზე:


„ცაიშის სამაროვანის“ არქეოლოგიური კვლევა-ძიებისთვის 40 ათასამდე ლარი გამოიყო




Print