ახალი ამბები
მოსახლეობას ტყის ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას ხანძარსაშიშ პერიოდთან დაკავშირებით აფრთხილებს.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებ, დაემორჩილონ შესაბამის რეგულაციებს.


„ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.

სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს“, - აცხადებენ სამინისტროში.

Print