ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის კვლევას ანაკლია - განმუხურის სანაპიროზეც ახორციელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია.

გარემოს ეროვნული სააგენტო კვლევას 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. 10 ივლისიდან კვლევები ანაკლიისა და განმუხურის ტერიტორიაზე სამ წერტილზე ტარდება.

"განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს,"- ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.


Print