ახალი ამბები
6 თვეში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოავლინეს
საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 2023 წლის პირველ 6 თვეში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და ისინი მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში.

„მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 399 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოავლინეს“,- ვკითხულობთ შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.


Print