ახალი ამბები
მუჟავაში დამეწყრილი მდინარის კალაპოტი გეოგოლებმა შეისწავლეს - გუბერნია (ფოტო, ვიდეო)
წალენჯიხაში, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მუჟავაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ ინფომაცია ადგილობრივმა დათა აქუბარდიამ გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში 8 აგვისტოს ვიდეო და ფოტოები გამოქვეყნა და შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

"მდინარე ტებენეში მეწყერი ჩამოწვა. შედეგად კი მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება. შესაძლოა, ძლიერი წვიმის შედეგად გასკდეს და წყალდიდობა გამოიწვიოს.(ალბათ, შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან, არის თუ არა საფრთხის შემცველი). აღნიშნული მდინარე უერთდება მდინარე ოლორს, საიდანაც რამდენიმე მეტრში ცხოვრობს მოსახლეობა.

სანამ ტრაგედია დატრიალდება, მიაქციეთ ყურადღება", - დაწერა აქუბარდიამ.

მოგვიანებით, წალენჯიხის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნო მერის წარმომადგენელი და მათ დააუწყეს სხვადასხვა ორგანო, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსარეო ადმინისტრაცია.

თავის მხრივ, გუბერნიამ მუჟავას მეწყერთან და შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით თქვა, რომ მდინარე ტებეს ხეობაში გეოლოგები იმყოფებოდნენ, რომელთაც განმარტეს, რომ ამ დროისთვის რამე Საფრთხის დონე დაბალია.

"წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიგო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. Მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის Საფრთხის დონე დაბალია", - აცხადებენ მხარის რწმუნებულის პრესსამსახურში.

ოფიციალური დასკვნა ვითარებაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.


ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია


Print