ახალი ამბები
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია
2023 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მათ შორის 111 განსხვავებული საჭიროებების მქონეა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემშია ასახული, აღნიშნულ პერიოდში 22 ბავშვი გაშვილდა, რომელთა შორის 2 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

ამავე ცნობით, მშვილებელ პირთა რაოდენობა 2153-ს შეადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 154 ბავშვი იყო და გაშვილდა 39.
Print