ახალი ამბები
მასწავლებლის ეროვნულ დღედ 27 ოქტომბერი დაწესდება - მთავრობა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს მასწავლების ეროვნული დღე აღინიშნება.

„ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე“, - ინფორმაცია მთავრობის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.


„აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

Print