ახალი ამბები
აგვისტოში ხორცის პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა, პურზე დაიკლო - საქსტატი
2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონეა 0.7%, წლიური ინფლაციის დონე კი 0.9%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლის აგვისტოში 2.7%-ს შეადგენს, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია 2.5%-ით განისაზღვრა.

კვლევის მიხედვით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელ. ენერგიისა და აირის, ტრანსპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფებმა.

"ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76%-ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46.4%), ხილი და ყურძენი (12.9%), თევზეული (9.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8%)", - აცხადებს საქსტატი.

ამავე მონაცემების მიხედვით, ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-26.3%), პური და პურპროდუქტები (-7.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.2%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.3%).


Print