ახალი ამბები
ბაბუშერას ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა
აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში რუსული საბრძოლო ხომალდიდან ნასროლი რაკეტით თვითფრინავი ჩამოაგდეს. ამ ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა.

თვითფრინავი, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა. საჰაერო ხომალდი ბაბუშერას აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ცხედრების მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება ეტაბობრივად მიმდინარეობს.
Print