ახალი ამბები
პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მთავრობის თანხმობის გარეშე წარმომადგენლობითი ვიზიტებით კონსტიტუცის 52-ე მუხლი დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ  რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამი მოსამართლე წავიდა, კოლეგიის 6-მა წევრმა კი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქმეზე საკონსტიტუციო განხილვები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ახლა სარჩელის წარმდგენებმა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში უნდა განაგრძონ. იმისათვის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი შედგეს, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი წარმომადგენელი არ ჰყავს.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურები პირველ სექტემბერს დაიწყო. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა „უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში“.

Print