ახალი ამბები
სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლამდე გაიზრდება - ნათია თურნავა
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი სამი წლიდან კვლავ ოთხი წლამდე გაიზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.


"იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება. სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ფინანსური სტაბილურობის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.


დოკუმენტის მიხედვით, გაანალიზებულია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობა, რისკები და აქცენტი კეთდება საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე.

Print