ახალი ამბები
"ოცნების" დეპუტატი წითლიძეს: იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა, ბანძო
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძეს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართა. ის პარლამენტში მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა, რა დროსაც იაგო ხვიჩიას მიმართა:

"ელემენტარული ლოგიკა ხომ გაქვთ, თქვენ ხომ მაინც განსხვავდებით ანა წითლიძისგან და სხვებისგან, "ფარჩაკებისგან" და უმსგავსოებისგან, მაინტერესებს სააკაშვილი რომ იძახის, თურმე ახლა რუსები შემოვლენ და დაგვამხობენ ჩვენ - ჩვენ თუ რუსეთუმეები ვართ, როგორ დაგვამხობენ ერთი ეგ მაინტერესებს", - ჰკითხა ღუდუშაურმა "გირჩის" წევრს.

ამის მერე წითლიძემ მას უთხრა: „დებილი ხარ“, რის შემდეგაც ღუდუშაურმა წითლიძეს „ბანძი ქალი“ უწოდა.

„იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი შე ბანძო, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი“, - უთხრა ღუდუშაურმა წითლიძეს.


Print