ახალი ამბები
ჩხოროწყუში ჰესის აშენება იგეგმება - მთავრობა
საქართველოს მთავრობა ჩხოროწყუსა და ონში  ჰესების აშენებას გეგმავს.
მთავრობის სხდომაზე, 2 ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი განიხილეს

მთვრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრეც 6 მეგავატამდეა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აშენდება, ხოლო მეორე ჰესის პროექტი ონის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე 11.8 მგვტ-ს შეადგენს.

ორივე ჰესის ასაშენებლად 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
Print