ახალი ამბები
2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება - რატი ბრეგაძე
2011 წლამდე გაცემული არაელექტრონული, ე.წ ლამინირებული პირადობები უფასოდ ჩანაცვლდება ელექტრონული მოწმობებით - ID-ბარათებით. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამის შედეგად მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას", - განმარტა ბრეგაძემ.

ამ კანონპროექტზე დაყრდნობით, ახალ პირადობის მოწმობებზე საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეიცვლება.



ამავე თემაზე: 

2024 წლიდან იგეგმება ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობის გაუქმება
Print