ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში ვიზიტებს გეგმავს
"ქართული ოცნების" ახალი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში ჩასვლას აპირებს.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადა.

"მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ ამ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზების გაკეთება, ჩვენი რესურსების, აქტივის მობილიზება, რათა ამ არჩევნებზე მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი. ჩვენი მიზანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მექნება მათთან შეხვედრები",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Print