ახალი ამბები
ხინკალსა და სხვა ნახევარფაბრიკატებში სოიოს დანამატის გამოყენების გამო პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფალსიფიკაციის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად აწარმოებდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებულ ნახევარფაბრიკატებს, რომლებშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს და ახდენდა მათ რეალიზაციას.


სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად ამოიღეს ფალსიფიცირებული პროდუქცია.

დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით ისჯება.

Print